პანკისში მცხოვრებს, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის გამო მოკვლით ემუქრებიან - ოჯახი "მთავარს" დაუკავშირდა

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში მცხოვრებ თემურ ცათიაშვილს, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის გამო დაემუქრნენ.

მისი შვილი, მარიამ ცათიაშვილი "მთავარ არხს" დაუკავშირდა და უთხრა, რომ აქციის დასრულების შემდეგ, მამამისთან ხეობაში მცხოვრები, ჰესის მშენებლობის მომხრეთა ჯგუფი მივიდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მარიამ ცათიაშვილი ომარ ფარეულიძის, ბესლან ფარეულიძისა და ვინმე ჩოფანაშვილის გვარებს ასახელებს.
შეგახსენებთ, სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა ადგილობრივებმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქცია გამართეს, რომლის ორგანიზატორი თემურ ცათიაშვილი იყო.

თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივების თქმით, პოლიცია მათზე ზეწოლას ახდენდა, აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა. მარიამ ცათიაშვილი ფაქტის გამოძიებასა და ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი