"ვინ როგორი ნასამართლევია და ვის რა ცხოვრება აქვს გავლილი ვინ იცის..."? - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

"თუ შეგვიძლია, რომ არ შეუშვათ, არ შევუშვებთ იმიტომ, რომ მე ბევრჯერ მინახავს სოციალური აგენტების არაჯანსაღი მოქმედება", - ასეთ კომენტარს აკეთებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი.

სასულიერო პირი "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც საუბარია სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის წარსულსა და მის საქმიანობაზე ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, სადაც მეუფე სპირიდონი სოციალურ მუშაკებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, არავინ არ იცის, როგორი წარსული ჰქონდა მეუფე სპირიდონს და არც მას მოეწონებოდა მის სახლში ვინმე შესულიყო და მისი შვილების გამოკითვხა დაეწყო

"ვინ როგორი ნასამართლევია და ვის რა ცხოვრება აქვს გავლილი ვინ იცის ეს და ვინ იტყვის ამას? რა შუაშია ადამიანის წარსული ცხოვრება ბავშვთა სახლთან? მე თვითონ ვყოფილვარ მეუფე სპირიდონთან ბავშვთა სახლში, და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ეს არის დაკეტილი სისტემა. იმიტომ, რომ არავითარ შემთხვევაში აქ არ შეიძლება ჩარევა. მე პირადად არავითარ შემთხვევაში არ მომინდებოდა, რომ ჩემს ოჯახში, ჩემს შვილებთან ჟურნალისტები მოსულიყვნენ და ეკითხათ, აბა მამა ხომ არ გსჯით. თუ შევა უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდება ცხადია, მე ვიცნობ ქალბატონ ნინოს არაჩვეულებრივი პიროვნებაა, მაგრამ მისი მოღვაწეობა, არ არის პირდაპირ კავშირში მის პიროვნებასთან", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მისივე თქმით, "ეს არ არის ის საქმე, სადაც ქართული ჟურნალისტიკა დღევანდელი სახით უნდა ჩაერიოს."

შაბათის მთავარის რეპორტაჟი:

დამწყვდეული ბავშვები - მეუფე სპირიდონმა თავშესაფრის ბინადრებს გარესამყაროსთან კონტაქტი აუკრძალა

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი