თბილისში უძრავ ქონებაზე ფასი იზრდება - ნახეთ, რომელ უბანშია ბინა ყველაზე ძვირი

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში კერძო სახლების ფასები 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო ბინების ფასი 12%-ით.

საქსტატის კვლევა თბილისში ახლადაშენებულ და მშენებარე ბინებს, ასევე, კერძო სახლებს ეხება. 

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 13,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 2%-ით.

2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახლადაშენებულ (დასრულებულ) ბინებზე ფასები უბნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 

საქსტატის განცხადებით, აღნიშნული ფასი წარმოადგენს ე.წ. შეთავაზების ფასს, მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვისა და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი