როცა ვერ გამოიყვან შენ უდანაშაულო პატიმარს, ეს უკვე უსუსურობაა - გახელაძის ცოლი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციებს აანონსებს. ოჯახი იმედოვნებს, რომ პროტესტს შედეგი ექნება და გახელაძეს უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

ამას გარდა, გახელაძეების ოჯახი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

"ჩვენც ჩავერთვებით გათავისუფლების პროცესში. ჩვენებურად გამოვხატავთ პროცესს, გავალთ გარეთ, ეს იქნება პირველი, რასაც გავაკეთებთ ჩვენ. მოვაწყობთ აქციებს და აქციების ფონზე იქნებ ამან მაინც დადოს შედეგი. როცა ვერ გამოიყვან შენ უდანაშაულო პატიმარს ქვეყნიდან, ეს უკვე დაუცველობაა, უსუსურობაა. ვფიქრობ, რომ ვინმე უნდა ჩამოვიდეს მთავრობიდან, ჩვენ კი არ უნდა ვითხოვდეთ ვიღაცასთან შეხვედრას, თვითონ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ ჩვენ შეგვხვდნენ,- თქვა ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ ჰყავს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე.  მათ საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან. გენადი ბესტაევს 3-წლიანი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, ხოლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი ე.წ. სასამართლოს მიერ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი