"მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი" - ერთი კაცის აქცია ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

"ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი" - ამ ტრანსფარანტით, ზუგდიდში, ერთი კაცის აქცია მიმდინარეობს. 

როგორც როსტომ ზარანდიამ გამოცემა "ლაივპრესს" უთრა, მისთვის,შეურაცხმყოფელია ხელისულფლების ტყუილი, თითქოს პანდემიის მართვაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გავლენას ახდენს.

სინამდვილეში მაჩლუნგებენ და მაჩვევენ მონობას, რომ სახლში ვიჯდე. არ მინდა, ერთი ცხოვრება მაქვს და ძილში გავატარო. მინდა ხალხმა ნახოს, რომ არ უნდა იყვნენ უაზრო მორჩილებაში, თორემ მართონ პანდემია რეალურად. მოხეხონ მაინც მოედნები და კომენდანტის საათი გააუქმონ, - ამბობს როსტომ ზარანდია.

ცნობისთვის, მთავრობის წარმომადგენლები და ინფექციონისტების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, ის ძალაში თითქმის 6 თვის წინ, 9 ნოემბერს შევიდა. 

საქართველოს მასშტაბით გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეს 2 000-ლარიანი ჯარიმა ემუქრება. სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეების ნაწილმა ეს შეზღუდვა არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა ამაოდ.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი