ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინა ტიკარაძემ კომენდანტის საათის გადაწევასთან ან მოხსნასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით კაჭარავას კითხვას უპასუხა. ამბობს, რომ კომენდანტის საათის გადაწევა ან მოხსნა არ იგეგმება.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, საღამოს საათებში ტრანსპორტი გადატვირთულია, თუმცა კომენდანტის საათის კონკრეტული დრო გამოსავალი არ არის.
ამ ეტაპისთვის, კომენდანტის, თუნდაც ერთი საათით, წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან, ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, გადაწევის შემთხვევაშიც მივიღებთ იმავე ეფექტს. აქედან გამომდინარე, კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით, -თქვა ტიკარაძემ.