გრუნტი წამოვიდა, დაზიანებულია საბავშვო ბაღი, რომელიც ფერდზეა - გოდოლაძე ვაშლიჯვარზე

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვრის მიმდინარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებისა და გრუნტის მოჭრის გამო, მეწყერი ისევ დაიძრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის თქმით, მძიმე მდგომარეობაა ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის შენობის ტერიტორიაზე, სადაც ბზარები გაჩნდა. 

გოდოლაძე ამბობს, რომ თბილისის მერის განცხადება თითქოს მეწყრული პროცესები შეჩერდა არასწორია და "სულელურია".

"არასწორი სამშენებლო ჩარევის შედეგად მოიჭრა გრუნტი იქ, სადაც არ უნდა მოჭრილიყო, ამან გამოიწვია ფერდის არასტაბილურობა, შესაბამისად, ნალექების გამო წამოვიდა იქ უკვე გრუნტის ნაწილი. დაზიანებულია ასევე საბავშვო ბაღი, რომელიც ამ ფერდზეა, უკან არის ამ ჩაჭრილი გრუნტისა, ბზარებაი გაჩენილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე.

მეწყრის შეჩერება შეუძლებელი რამაა, ვიღაცამ უნდა უთხრას მერსაც მის მოადგილესაც და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელიც ამ პროფესიაში ვერ ერკვევა, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი - ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში", - თქვა თეა გოდოლაძემ. 

გოდოლაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს ხელოვნური ჩარევები შეაჩერონ და მონიტორინგის პროცესი აქტიურად გააგრძელონ. ამავე თემაზე:

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი