პორტის თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ - აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღეს მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ირღვევა მათი უფლებები, არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება და ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით.

ტერმინალში დასაქმებულთა თქმით, ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა, თუმცა დამსაქმებელი ამას არ ანაზღაურებს. ასევე არ ხდება სამედიცინო ცნობის ე.წ ბიულეტენის ანაზღაურებაც.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში 100 ადამიანია დასაქმებული, ამავე მოთხოვნით მათ რამდენიმე აქცია გასულ წელსაც გამართეს. ბათუმის ტერმინალის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი