მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "მთავარის" ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რიონში, სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით შევიდა.

ეს პიროვნება მეგობრებთან ერთად ნამოხვანში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა. ჩასვლიდან რამდენიმე დღეში კი, არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

ცხედრის პოვნას "მთავარს" უდასტურებს სამაშველო სამსახური, თუმცა ამბობენ, რომ მისი ვინაობა ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა.

(არქივის ფოტო)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი