საფრთხე ემუქრება ზემოთ არსებულ ნაგებობებს, კედელი უნდა გამაგრდეს - რა ხდება ვაშლიჯვარში

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, ბზარების რაოდენობა იზრდება. დამეწყრილი ფერდი კი ნალექის გამო იშლება. ტერიტორია, სადაც მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო ბეტონის ჯებირითაა შემოსაზღვრული.

დამეწყრილი ფერდის თავზე კი კიდევ ერთი 9-სართული საცხოვრებელი კორპუსი დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიიდან მათთან არავინ მისულა, თუმცა საფრთხის შესახებ უწყებები ინფორმირებულები არიან. 

"ერთი თვის წინ ადგილობრივ მოსახლეობას პეტიცია ჰქონდა შედგენილი, რომელიც გულისხმობდა ვაშლიჯვარში მშენებლობების აკრძალვას და შეჩერებას. მაშინ ამ კონკრეტული ჭრილის მაგალითზე ვთქვით რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება დაწყებული მშენებლობების შეჩერება აი ესეთი ჭრილები აუცილებლად უნდა იქნეს გამაგრებული, რადგან მთლიანად ეს ფერდი პოტენციურად მეწყერსაშიში ზონაა და აი ასეთი გამოჭრები ააქტიურებს იმ პოტენციას, რომელიც ამ ფერდობს გააჩნია.

საფრთხე ემუქრება ზემოთ არსებულ ნაგებობებს, ამიტომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამაგრდეს ეს კედელი და შემდეგ უკვე იქნას განხილული რამდენად რელევანტურია ამ ადგილას 15 სართულიანი კორპუსის აშენება", - თქვა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, ლაშა სუხიშვილმა. 

ვაშლიჯვარში ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა არ მუშაობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მერიამ უნდა უპასუხოს ორ კითხვას: 

  1. გასაჯაროდვეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ კომპანიას ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენების უფლება მიეცა;
  2. და რატომ დატოვა ფერდი "ღია" მდგომარეობაში.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი