დღეიდან საქართველოს საავიაცო ბაზარზე ოპერირებას ახალი კომპანია Bees Airline იწყებს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დღედიან საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპნაია Bees Airline-ი ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა 29 აპრილს მიენიჭა.

"სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება", - წერია განცხადებაში.

უკრაინულმა კომპანიამ მუშაობა 2021 წლის მარტში დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი