გამკაცრებული სანქციები-სამოქალაქო აქტივისტები კანონპროექტს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

საბჭოთა დროინდელი კანონისა "ოცნების" მიერ გამკაცრებას, სამოქალაქო აქტივისტები სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბრძოლა რეპრესიების წინააღმდეგ, არამხოლოდ აქციებით სამართლებრივადაც უნდა გაგრძელდეს

"ესაა ძალიან პრობლემური მუხლები, ისედაც იყო საბჭოთა კოდექსის მავნე მემკვიდრეობა და ახლა მივიღეთ საბჭოთა კოდექსის კიდევ უფრო გამკაცრება. რაც მიუღებელია არამხოლოდ კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, არამედ იმ შეთანხმებითაც, რომელსაც ხელი მოეწერა. ამიტომაცაა, გაჟღერებული ჩვენი საერთაშორისო პარტიონრებისგან ასეთი მკაცრი პოზიციები. აუცილებელია, რომ ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლა არამხოლოდ აქციებით იყოს გამოხატული. არამედ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში ისე საერთაშორისო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდეს ეს მუხლები", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ოცნებამ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმების გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციები ორმაგდება. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი