"ლელოს" წევრი და პარლამენტის დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს და სურვილს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით რეპრესიულია.
საუბარია სანქციებისა და ჯარიმების გაზრდაზე, რომელსაც "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსნის
"რამდენიმე საათიც არ დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ, რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით - კანონპროექტია ფორმალურად ჯერ, მაგრამ მისი მიზანი არის პროტესტის აღკვეთა, მისი მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. ხელისუფლებამ გუშინ ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად - მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის, კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება. ეხლა შესაძლებელია, ცხადია, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება და მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა ეს მექანიზმი გამოიყენოს." - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
კანონპროექტს აშშ-ს საელჩოც გამოეხმაურა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია.