"ანგაჟირებული რამდენიმე მოქალაქეა" - ტყიბულის მერი უფასო სასადილოს ბენეფიციარებზე

გამოქვეყნდა:

"ანგაჟირებული რამდენიმე მოქალაქეა, რომლებსაც სხვადასხვა პრეტენზიები გააჩნიათ", - ასე პასუხობს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, რომლებიც კვირას საკვებს ვერ იღებენ, რადგან მერიას კვირა დღე სასადილოსთვისაც უქმე დღედ აქვს გამოცხადებული.

"ანგაჟირებლი რამდენიმე მოქალაქეა, რომლებსაც სხვადასხვა პრეტენზიები გააჩნიათ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბენეფიციარების უმრავლესობა კმაყოფილია. მთელი პანდემიის პერიოდში, როდესაც დაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, თითოეული ბენეფიციარისთვის სახლში მიგვქონდა საკვები ყველას, ჩემი ჩათვლით", - ამბობს თემურ ჩუბინიძე. 

ტყიბულის უფასო სასადილოს ბენეფიციარები ამბობენ, რომ კვირას მათ სასადილო საკვების მიცემაზე უარს ეუბნება და წინა დღით კვირისთვის მხოლოდ ერთ პურს აძლევს ზედმეტად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი