მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია, ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. წირვას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ტაძარში მყოფ მრევლს რეგულაციების დაცვა - დისტანციის შენარჩუნება და პირბადის ტარება უწევს.
დღესასწაულიდან გამომდინარე, მთავრობამ კომენდანტის საათი ერთჯერადად გადაწია და გადაადგილების შეზღუდვა დღეს 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა. შსს-მ ამის დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმაც დააწესა.
იხილეთ ასევე: