ქართველმა მებრძოლებმა, გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მორიგი ბრძოლები გამართეს.
ჭიკაძე ლეგენდარულ ვეტერან კაბ სვანსონს შეხვდა. მან ამერიკელი მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ, ქართველმა მაქს ჰოლოვეი და კელვინ კატარი გამოიწვია.
ჭიკაძის ბრძოლამდე კი თავისი მე-6 შეხვედრა მერაბ დვალიშვილმაც მოიგო.მან 3-რაუნდიან დაპირისპირებაში კოდი სტამანი დაამარცხა.
ორთაბრძოლის შემდეგ კი, ქართველმა მებრძოლებმა გამარჯვება ერთმანეთს მიულოცეს .