იყიდება, ქირავდება ყველაფერი - ბედისანაბარა მიტოვებული ბიზნესმენები

გამოქვეყნდა:

იყიდება, ქირავდება, იყიდება, ქირავდება - ამ წარწერებით ქალაქების ქუჩები გადავსებულია. პრობლემის მთელი სიმძიმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ ბიზნესები კოტრდება და მათი სივრცეები იყიდება ან ქირავდება, არამედ ის, რომ მყიდველი და მქირავებელიც არ არსებობს. ეკონომიკურმა პრობლემებმა წლების განმავლობაში არსებული და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ბევრი ადგილი შეიწირა და დააცარიელა, ყველას ჩვენებას ერთ სიუჟეტში ვერ მოვახერხებთ.

"მთავარი არხის" ჟურნალისტ-ოპერატორმა, ლაშა ნაკაიძემ მოიარა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ქუჩები და გადაიღო ადგილობრივი ბიზნესმენები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ მასთან დაახლოებულ ბიზნესებს ეხმარება, დანარჩენები კი ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული. 

იყიდება, ქირავდება ყველაფერი - ვერ ყიდულობს, ვერ ქირაობს ვერავინ.

 

ლაშა ნაკაიძის რეპორტაჟი - "იყიდება ან ქირავდება"

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი