დამატებითი რეგულაცია დამატებითი ხარჯია ბიზნესისთვის - სფეროს წარმომადგენლები კრიზისზე

გამოქვეყნდა:

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე არიან. მათი თქმით, უქმე დღეების გამო რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებს საკუთარი ხარჯებით უწევთ თანამშრომლების ტრანსპორტირება.

"ყველაფერი გაორმაგებული ფასებით არის გაზრდილი. გადასახადები თუ დისტიბუცია. ზევით უნდა მიხვდნენ, რომ გვჭირდება დახმარება, ცოტათი ხალხისკენ გამოიხედონ და მიხვდნენ რა დღეში ვართ და როგორ მდგომარეობაში ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსთვის ვქმნით ძალიან მნიშვნელოვან რამეს - სამუშაო ადგილებს. ვიკეტები და მივდივარ ქვეყნიდან სხვა გზა უბრალოდ არ დამრჩება, იმიტომ რომ მშიერი უნდა მოვკვდე აქ", - თქვა აზიური რესტორნის მფლობელმა, დიმტრი ბარათავშვილმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გამო ხარჯების გაზრდაზე საუბრობენ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, შეზღუდვების გამო არანაკლებ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

"ყოველი დამატებითი რეგულაცია არის დამატებითი ფინანსური ხარჯი ბიზნესისთვის, ფაქტობრივად ყოველი დამატებითი შეზღუდვა ნიშნავს დარტყმას და საერთაშორისო კომპანიების გასვლას ბაზრიდან და არსებული, წვრილი მეწარმეების დახურვას. ვინ როგორ გადარჩება", - თქვა ერთ-ერთი ცენტრის წარმომადგენლემა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 4-12 მაისი უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი