ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირების მხრიდან "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი). როგორც მან "მთავარ არხთან" ისაუბრა, საპატრიარქოს ამ ფაქტზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეს.
ძალადობა, ეს არის დანაშაული, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს და თუ ამას სასულიერო პირები აკეთებდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული და ალბათ საპატრიარქომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ასე არ მოხდეს და ის იყოს უკანასკნელი. ეს ისეთი დღეებია, ბრწყინვალე შვიდეულის.. შესვეს შეიძლება და ჰქონდათ რაღაცა ნადიმი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი დაკარგოს ადამიანმა და ყველაფერი დაივიწყოს. ეს ველურებშიც არ ხდება და მითუმეეტს ცივილიზირებულ ქრისტიანულ სამყაროში არ უნდა ხდებოდეს. უნდა ეცნობოს საპატრიარქოს და მიიღონ გარკვეული ზომები ამ თვალსაზრისით, რომ ეს არ განმეორდეს. ეს სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი იყოს. ეს არის ჩვენი საერთო უბედურება, ასეთი გაუგებრობა და არავის არ აქვს უფლება, ადამიანებზე ზეწოლის, უშვერი სიტყვებით მიმართვის და ცემა-ტყეპის, რაც დღემდე ხდება, - ამბობს მეუფე ვახტანგი.
იხილეთ ასევე: