"რატომ მიხვედი გარეჯის მიწაზე... ეხლა არ დაგილეწო..." - მორიგი თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე, ამჯერად უდაბნოსთან. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ჯგუფმა დავით გარეჯის ტერიტორია დატოვა, მორიგი პროვოკაცია მათ პოლიციის გზაზე ადგილობრივებმა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოუწყეს.
მანამდე კი, დავით გარეჯში რეპორტაჟზე მუშაობისას ჩვენს ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილთანაც, რომელიც დავით გარეჯში ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
ადგილზე იყო სასაზღვრო პოლიცია, რომელსაც არაფერი მოუმოქმედებია. "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ადგილი დატოვეს.
იხილეთ ასევე: