კალათბურთელი გიორგი შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ, გიორგი შერმადინი რუსეთში შეუშვეს - ქართველი კალათბურთელი "ნიჟნი ნოვგოროდის" აეროპორტიდან, სადაც ერთი ღამე გაატარა, თავისი გუნდის სასტუმროში დღეს, დაახლოებით 19:00 საათისთვის გადავიდა.

კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გიორგი შერმადინის გუნდი რუსეთის ქალაქში "ფიბა"-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის სათამაშოდ ჩავიდა, თუმცა "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი რუსეთის ვიზის არქონის გამო საზღვარზე არ შეუშვეს. 

შერმადინმა ღამე აეროპორტში გაატარა და სავიზო პრობლემის მოგვარებას ელოდებოდა. ცნობილია, რომ მას ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა აქვს, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოგზაურობს, თუმცა რუსეთში ამ საბუთმა არ გაჭრა და მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ვიზა მოსთხოვეს.

ცნობისთვის, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდი ფინალურ ეტაპს ნიჟნი ნოვგოროდში ჩაატარებს. მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ტენერიფეს” მეტოქე 6 მაისს ფრანგული “სტრასბური” იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც შერმადინის გუნდი ნახევარფინალში ესპანურ “ბურგოსსა” და ებრაულ “ჰაპოელ ჰოლონს” შორის უმჯობესს შეხვდება. ბურგოსის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი