
ეკონომიკის მინისტრის აზრით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს, პარალელურად კი მუშაობენ ტურისტული ინდუსტრიის აღსადგენად. თურნავას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის გახსნაზეც:
მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის მიყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", -ამბობს ნათია თურნავა.