
საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას დღეს საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ია.
სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაიზარდა. ჩაკეტილმა ეკონომიკამ და გვიან დაწყებულმა ვაქცინაციამ ქვეყნის უკუსვლას ხელი კიდევ უფრო შეუწყო.