ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას თქმით, მათ კლინიკაში საწოლები ყოველ დღიურად დაკავებულია.
როგორც ეზუგბაია განმარტავს, გაწერილი პაციენტების ადგილებს ახალი პაციენტები იკავებენ და ეს დღის განმავლობაში მუდმივი პროცესია.
"მატება ჯერჯერობით შეინიშნება, პიკი როდის იქნება, მე ვერ გეტყვით. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ.
ამ ეტაპზე, ჩვენთან ყოველი საწოლი დაკავებულია, ყოველ დღე. უბრალოდ ტრიაჟი ხდება, გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ და ეს მუდმივი პროცესია",-თქვა ეზუგბაიამ.
NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ქვეყანაში ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ 20 გარდაიცვალა.