ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 155 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 133 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.