კომპანია ერთკვირიან ვადას ითხოვს - ხარაგაულში 200-მდე მუშა გაფიცულია

გამოქვეყნდა:

პროტესტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. დასაქმებულები ხელფასის 30%-ით გაზრდას, ზეგანაკვეთური შრომის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

200-ზე მეტმა მუშამ დღეს სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა, გაფიცულები ამბობენ, რომ მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდება საქმეს არ დაუბრუნდებიან.

"ხელფასიდან რასაც გვიხიდიან, პლიუს ჩვენ ვიხდით მარშუტკის ფულს, ზოგი სურამიდან დადის, ზოგი ქვიშხეთიდან, ზოგი 100 ლარს იხდის, ზოგი 150-ს, გარდა ამისა, საჭმელი ჩვენ მოგვაქვს სახლიდან, ეს ხელფასი საერთოდ აღარაფერი აღარაა დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე. 

ადმინისტრაცია იყო გუშინ მოსული, გვითხრეს არ იქნება ხელფასების მომატებაო, დაგვცინეს თქვენ ძალიან კარგი, საკმარისი ხელფასი გაქვთო", - აბობს ერთ-ერთი დასაქმებული. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ერთკვირიანი ვადა სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიუჯეტს გადახედო. ჯერ ისინი ვერ ასახელებენ მოხდება თუ არა გაფიცულების მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

"ყველას ერთნაირად ვერ მოემატება ხელფასი, ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ რა სამუშაოს ასრულებს, კომპანია აუცილებლად განიხილავს მათ მოთხოვნებს, ჩვენთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი აღნიშნულის შესახებ, ერთი კვირის ვადას ითხოვს კომპანია, გარდა ამისა, გამოყოფილ იქნას ჯგუფი 10-15 კაცის შემადგენლობით, რეგულაციების დაცვით მოხდება მათთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხის განხილვა", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა. 

გაფიცვა ხარაგაულში ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი