
"მე ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, არ ვიცი. თქვენ გაქვთ საბუთი, რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი ამოდიოდათ? მაჩვენეთ ექსპერტიზის დასკვნა. გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი. რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, ხო?", - ასეთ განცხადებას აკეთებს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, დავით-გარეჯში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ნასვამ მდგომარეობაში თავს დაესხნენ.
როგორც მეუფე იაკობი ამბობს, "ის ადამიანი არ არის", რომ რამე თქვას, "და ვინმემ უთხრას ბოდიში მოიხადეო". რაც შეეხება, ივერი მელაშვილზე გაკეტებულ განცხადებას, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ივერი მელაშვილი არის "მატარდორი".
"ივერის, რომ დაინახავ შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რომ ესვრიან ხოლმე, ლახვარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, აბა რას გიზამს? წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს, ხო? როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო, თან 6000 ბერის ხსენების დღეა?! ჯერ ხომ არ დამთავრებულა [გამოძიება] არა? უბრალოდ, ცუდი რა არის იცით? ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკოდ გაუხდა ხალხს. მოეკიდათ ხელი მანამდე, ვის გაახსენდებოდა?", - ამბობს მეუფე იაკობი.
4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.
იხილეთ ასევე: