
"მე ვარ მსხვერპლი მრავალი ცილისწამების, რომ ვარ რუსეთის აგენტი, კრემლის აგენტი და რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ ეს კლიშე შეკვეთაა და ვერასდროს ვერ შეიცვლება.
მწამებენ ცილს ანტიდასავლელობაში ან ანტიამერიკელობაში ან ანტიევროპელობაში, აქვე ვიტყვი, რომ ესეც სრული სიცრუეა, მე მაგალითად ვარ აბსოლუტური მხარდამჭერი დონალდ ტრამპისა და იმ 80 მილიონი ამერიკელისა, ვისაც მიაჩნია, რომ ამერიკა ისევ ძლიერი უნდა გახდეს".
თქვა ჰომოფობიური, ქსენოფობიური, პრორუსული ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ, რომელმაც დღეს, 6 მაისს პოლიტიკაში მოსვალზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პარტია "ერს" აფუძნებს.