ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს მღვდელმთავრის განჩინებით - დეკანოზ თეიმურაზის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

დაჩოქების მცდელობა ბოდიშის მოსახდელად და ფიზიკური დაპირისპირება ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში. თეოლოგი ლევან ტატუნაშვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ ეპარქიაში სტუმრად მყოფ სამების ტაძრის მღვდელს, თეიმურაზ თათარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ დეკანოზსს ეპარქიაში ასევე სტუმრად მყოფ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს - სვიმეონ ცაკაშვილთან შეხვედრა არ სურდა. 

თეოლოგის ინფორმაციით, ეპისკოპოსისთვის დეკანოზის ნათქვამი ეპარქიიდან წასვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც რეზიდენციაში ანგარიშსწორებისთვის დაბრუნდა, ბოდიშის მოხდის მოთხოვნის შემდეგ თეიმურაზ თათარაშვილს თავს მისი მძღოლი დაესხა.

"მთავარ არხთან" პირველი კომენტარი გააკეთა, დაზარალებულმა დეკანოზმა თეიმურაზმაც, რომელიც ძალადობის ფაქტს არ უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ ეს ამბავი საზოგადოების დისკუსიის საგანი არ უნდა გამხდარიყო.

"სამწუხაროა სწორედ ის ფაქტი, რომ იმ სივრციდან სადაც ეს მოხდა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გახმაურებული ეს ამბავი. მაგრამ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც არ უნდოდათ ამ ამბის დაფარვა. მე თავს შევიკავებ დეტალებზე საუბრისგან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, აქ არაფერი ყოფილა ისეთი, რომ საზოგადოების დისკუსიის საგანი გახდეს. იყო ჩემი მხრიდან მღვდელმთავრის უდიერად მოხსენიება რასაც მისი თანმხლები პირის მხრიდან მოჰყვა რეაგირება, თუმცა იქვე ყველაფერი გაირკვა, ვითხოვე შენდობა და არავითარი გამოხმაურება ამას წესით არ უნდ ამოჰყოლოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მაინც გახდა საცნაური", - ამბობს მამა თეიმურაზი.

"მთავარ არხს" წყარო უყვება, რომ მამა თეიმურაზს აიძულეს, მეუფე სვიმეონის წინაშე დაჩოქილიყო. რასაც მამა თეიმურაზი უარყოფს და ამბობს, რომ კი არ დაჩოქილა, არამედ მეტანია გააკეთა და შენდობა ითხოვა.

"არაა, მართალი დაჩოქება ცოტა სხვა რაღაც არის, როდესაც ადამიანი შენდობას ითხოვს მღვდელმთავრისგან ხდება მეტანია, პატარა გაუგებრობა, ან რაიმე ტიპის არასასიამოვნო ქმედება რაც ხდება სასულიერო პირებს შორისა და ეკლესიის წიაღში, ვფიქრობ, არის შიდასაეკლესიო პრობლემის კუთხით გადასაწყვეტი, ვინც დასასჯელია უნდ დაისაჯოს მღვდელმთავრის განჩინებით. ვინც ითხოვს შენდობას თუ მას მიეცემა შენდობას უნდა მიიღოს ეს შენდობა", - თქვა დეკანოზმა თეიმურაზმა.

მამა ანდრია სარიას განცხადებით, ასეთ დროს, როდესაც მაღალი იერარქი ძალადობს, მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავეა თუ არა სასულიერო პირი, საეკლესიო კანონებით ის აუცილებლად უნდა განკვეთონ

ამავე თემაზე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი