რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სასულიერო პირები და ეპარქიის სხვა მსახურები მედიასთან კომენტარებზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ არაფერი იციან.
რუის-ურბნისის ეპარქიის მესანთლე დღეს მედიის გამოჩენამ გააღიზიანა, მან მედია და ჟურნალისტები ძალადობაში და პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა.
"კითხვები აქვს გამომძიებელს და არა თქვენ, რატომ უნდა ყოფილიყვნენ გამომძიებლები მოსულები ვერ გავიგე?! თქვენგან ვიგებ ყველა ჭორს. ნუ სვამთ კითხვებს, მე არაფერი არ ვიცი, თქვენგან გავიგე.
პირადად თქვენი მხრიდან არის ძალადობა, თქვენ ხართ პროვოკატორები, თქვენ აკეთებთ ყველაფერ უბედურებას და ადამიანებს აპირისპირებთ. გადამიღეთ და დამიმახსოვრეთ, მერე თქვენთან მოვალ და თქვენ გამოგიყენებთ მე", - უთხრა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს.
მასთან ერთად მყოფმა მღვდელმა თქვა, რომ არაფერი იცის და კომენტარს არ გააკეთებს.
თეოლოგი ლევან ტატუნაშვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში სტუმრად მყოფ სამების ტაძრის მღვდელს, თეიმურაზ თათარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი მისი თქმით, ის გახდა, რომ დეკანოზს ეპარქიაში ასევე სტუმრად მყოფ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს - სვიმეონ ცაკაშვილთან შეხვედრა არ სურდა.
ამავე თემაზე: