გაფლანგული მილიონები ელექტროსისტემაში - აუდიტის სამსახური პროკურატურაში გამაოგნებელ დასკვნას აგზავნის

გამოქვეყნდა:

12 მილიონი ლარის ოდენობის პრემია სახელმწიფო ელექტროსისტემაში - სახელმწიფო აუდიტმა 57-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც მთავარ პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილმა შეფებმა ახლა გამომძიებლებს უნდა უმტკიცონ, რატომ დაარიგეს 12 მილიონი პრემია, მაშინ როდესაც სახელმწიფო კომპანია ზარალზე მუშაობდა და 2014-2017 წლებში 77 მილიონი ლარი დაკარგა. პრემიები შემოწმების სკანდალური დასკვნის ერთი ნაწილია. რესტორნებაშია დახარჯული 1 მლნ 400 ათასი ლარი, შვიდჯერ უფრო მეტი ვიდრე დაგეგმილი იყო.

ელექტროსისტემის რეაბილიტაციის ახლა უკვე ყოფილი მმართველი არ უარყოფს, რომ დასკვნაში მოყვანილი ციფრები ნამდვილია. აუდიტის ხმაურიან დასკვნაში პერსონალურად სულხან ზუმბურიძეზეც არის საუბარი. მაშინ, როდესაც კომპანია ზარალზე მუშაობდა, დირექტორმა 4 წლის განმავლობაში ხელფასის სახით ერთი მილიონი ლარი აიღო.

დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა სამივლინებო ხარჯებს, მაგალითად, 2014-2017 წლებში კომპანიის დირექტორმა უცხოეთიდან სატელეფონო ზარებში 157 ათასი ლარი დახარჯა, იყო შემთხვევები, როდესაც ხუთ დღეში ჩინოვნიკის სატელეფონო კომუნიკაცია ბიუჯეტს 29 ათასი ლარი დაუჯდა.

აუდიტის სამსახურმა დარღვევები იპოვა ტენდერებსა და მშენებლობის პროცესში. 21 მილიონი ლარი სახელმწიფო ენერგოსისტემამ არამიზნობრივად დახარჯა.

აუდიტმა სახელმწიფო ენერგოსისტემის ის პერიოდი შეამოწმა, როდესაც ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კახი კალაძე იკავებდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზარალის მიზეზი ელექტროსისტემაში გამეფებული კორუფცია და  ნეპოტიზმია.

აუდიტის დასკვნას პროკურატურაში უახლოეს მომავალში შეისწავლიან. წინა შემთხვევებში, ელექტროსისტემა დასკვნაში მოცემულ შენიშვნებს სასამართლოში ასაჩივრებდა, კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ ისევ იგივე გზით წავიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი