მიწების აფიორა - მცხეთის მერია მოქალაქეებს წოდორეთის ტყის გადაფორმებაში დაეხმარა

გამოქვეყნდა:

უნიკალური ტყე თბილისთან ახლოს სოფელ წოდორეთში, ერთი კვადრატი ხუთ დოლარად დაჩქარებული წესით გაიყიდა. მიწის გაყიდვამდე ძმებმა ემზარ და ანზორ მარღანიებმა 16 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და ასწლოვანი ტყე მოტყუებითა და სავარაუდო კორუფციული სქემით გადაიფორმეს. ამისთვის მათ სოფლის სამი მკვიდრი - მამუკა ალავერდოვი, ნურალი ასტანოვი და არიფ ალავერდოვი გამოიყენეს. სწორედ ამ ადამიანებს მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ტყე მარღანიების წინაპრებს ეკუთვნოდათ.

მამუკა ალავერდოვთან, ნურალი ასტანოვსა და არიფ ალავერდოვთან, რომლებთანაც მარღანიებს მხოლოდ ახლობლობა აკავშირებთ, მცხეთის მერის წარმომადგენელთან ნუკრი ქობულაშვილთან ერთად სახლებში მიაკითხეს და სთხოვეს დამოწმების დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. ადგილობრივებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ მარღანიები მათი წინაპრების მიწას - დაახლოებით 1000 კვადრატს იფორმებდნენ. ნაცნობებს უარი ვერ უთხრეს და დოკუმენტზე ხელიც იქვე, ქუჩაში, მანქანის წინა საბარგულზე მოაწერეს.

ადგილობრივები ამბობენ, მიწებს მარღანიები მაღალჩინოსნების დახმარების გარეშე ვერ გადაიფორმებდნენ.
მურთაზ გალიევი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფერში მცხეთის წარმომადგენელი ნუკრი ქობულაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა, სხვა შემთხვევაში მიწას ასე მარტივად ვერ გადაიფორმებდნენ. გალიევმა 67 წელი ამ სოფელში გაატარა, აქვს წინაპრების მიწები და საძოვრები და ადგილობრივების დამოწმებაც შეუძლია, უფრო მეტის ვიდრე მარღანიებმა შეძლეს, მაგრამ როგორც ამბობენ, მიწის გადაფორმების ყოველი მცდელობა რიგითი მოქალაქეებისთვის წარუმატებელია. ერთ-ერთი მოწმე -  მამუკა ალავერდოვი ამბობს, რომ მოტყუვდნენ და ტყე რომელიც მათი ხელმოწერით ნაცნობებს გადაუფორმეს, რეალურად ემზარ და ანზორ მარღანიებს არ ეკუთვნით.

იხილეთ ასევე:

მიხეილ გოგუაძის სიუჟეტი - "მიწების აფიორა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი