
"საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც ქვეყანას დიდად დაეხმარება დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის მქონე ისეთი სპეციალისტის გამოცდილება, როგორიცაა ვაზილ ჰუდაკი",
- ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ნათია თურავამ, პრემიერმინისტრის სპეციალურ მრჩეველთან უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრისას თქვა.