თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს ოჯახის ადვოკატი და ფონდი "არ გაჩუმდეს" წარმომადგენელი ამბობს, რომ დაცვის მხარემ ქართულ მხარეს უკვე მიმართა, რომ ოჯახს ადვოკატი გამოუყონ. სინა სმაილოვას თქმით, ოჯახი საქმეში არც ყაზახი ადვოკატის ჩართვას გამორიცხავს.
სმაილოვა ამბობს, რომ მშობლების ჩამოსვლის შემდეგ, ისინი საელჩოს ეწვევიან და საქმის დეტალებს გაეცნობიან.
"ჩვენ წარმოვადგენთ ფონდს, არ გაჩუმდე. ეს ფონდი ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს სწავლობს. საქართველოში საქმის დეტალების გასაცნობად ჩამოვედით და დაზარალებული მხარის ინტერესებს წარმოვადგენთ.
ქართულ მხარეს უკვე მივმართეთ, რომ ოჯახს ადვოკატი გამოუყონ. ვფიქრობთ, საქმეში ყაზახი ადვოკატის ჩართვასაც. საუბარი გვქონდა ყაზახეთის საელჩოსთანაც საქართველოში. ხვალ მშობლების ჩამოსვლის შემდეგ ვეწვევით საელჩოს, შედეგ საქმის დეტალებს გავეცნობით და გვამის ამოცნობაზეც მივალთ,-თქვა სინა სმაილოვამ.
თბილისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს მშობლები საქართველოში ჩამოვლენ და საქმის მასალებს გაეცნობიან. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ფიქრობენ რომ 26 წლის ასელ აიპაევა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ყაზახი გოგო - რეპორტაჟი ვრცლად