თბილისში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს მშობლები საქართველოში დღეს ჩამოვლენ და საქმის მასალებს გაეცნობიან. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ფიქრობენ რომ 26 წლის ასელ აიპაევა ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ამ ვერსიას მათთვის ამყარებს ის ხმოვანი შეტყობინებაც რომელიც გოგონამ მეგობარს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა და მასზე განხორციელებულ ძალადობაზე მოუყვა. რაც შეეხება საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ყაზახურმა მხარემ მურად მეირბეკოვი მხოლოდ დაკითხა და შემდეგ გაათავისუფლა. ოჯახის მოთხოვნაა რომ საქმეში მონაწილე ქართველი ბესო თორდუა სასამართლომ უმკაცრესი მუხლით გაასამართლოს.
როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ყაზახი გოგო - რეპორტაჟი ვრცლად