
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე, მეუფე ანტონის მხრიდან თავდასხმას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ქარტია "მკაცრად გმობს "მთავარი არხის" თანამშრომელზე განხორციელებულ თავდასხმას" და მოითხოვს სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ ეს შემთხვევა.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ქარტია დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე სასულიერო პირების თავდასხმასაც იხსენებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების დაუსჯელობა დანაშაულს ახალისებს.
"ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია. თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა", - წერს ქარტია.
იხილეთ ასევე: