"მითხრა, რომ მურადმა მასზე ორჯერ იძალადა" - გარდაცვლილი გოგოს მეგობრის ჩვენება

გამოქვეყნდა:

თბილისში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს საქმესთან დაკავშირებით "მთავარმა არხმა" მოწმეების ჩვენებები მოიპოვა. გარდაცვლილის მეგობარი ჩვენებაში ყვება, რომ ასელზე მურად მედვეკოვმა იძალადა, ამის შემდეგ კი ბესო თოდუამ ის თავისთან საცხოვრებლად გადაიყვანა.

"ასელს უთქვამს მისთვის [ბესოსთვის], რომ არ უნდოდა რუსთავში წასვლა და ბესიკიმ მითხრა, რომ მგონი მურადმა გააუპატიურა და ფსიქოლოგიურად ვერ არს კარგად და ხშირად ტირისო.

ბესიკმა მითხრა, რომ ძალიან ეცოდებოდა ასელი და ამბობდა, რომ თავად მიხედავდა ამის შემდეგ არაფერი მიკითხავს. 3 მაისს მე ასელი და ბერდია მცხეთაში ჯვარზე და სვეტიცხოველში წავედით, ასელი ძალიან ბედნიერი იყო ძალიან მოეწონა მცხეთა. ამ სეირნობისას მე ვკითხე, ბესო როგორ ექცეოდა და კარგად გრძნოდბა თუ არა თავს.

მან მითხრა, რომ საძინებელში თავად ეძინა, ხოლო ბესიკს კი წინა დივანზე. ამბობდა, რომ ძალიან კარგად ექცეოდა ბესიკი და მასთან ყოფნაზე პრეტენზია არ ჰქონდა",-ნათქვამია ჩვენებაში.

ასელ აიტპაევას მეგობარი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ მურად მამედოვის მხრიდან ძალადობის შესახებ მან გარდაცვლილისგან გაიგო.

დასმულ შეკითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე როდესაც ბესომ მითხრა, რომ მურადმა მგონი ასელი გააუპატიურაო, ამის შესახებ ვკითხე ასელს, ხომ არ უძალადია მურადს შენზე-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, რომ ქალაქ რუსთავში, მურადის ნაქირავებ ბინაში, როდესაც ასელი ყაზახეთიდან ჩამოვიდა 29 აპრილს ორჯერ იძალადა მურადმა ასელზე, გააუპატიურა და ამბობდა, რომ მასთან ამიტომ არ უნდოდა ცხოვრება, თუმცა სხვა დეტალები არ უთქვამს",-ნათქვამია ჩვენებაში.

"მთავარმა" ასევე მოიპოვა ფოტომასალა, რომელიც გოგონას მე-8 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ, რამდენიმე წუთშია გადაღებული და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, კერძოდ, გოგონას არ ეცვა ტანსაცმელი. 

კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მათ არ ვასაჯაროებთ.  გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, მის ბინაში აღმოჩენილია გაუკვეველი სახეობის მედიკამენტები;

ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თორდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი