ახალი და საეჭვო დეტალები 26 წლის აისელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეში - "მთავარმა არხმა" მოიპოვა ფოტომასალა, რომელიც გოგონას მე-8 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ, რამდენიმე წუთშია გადაღებული და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.(კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მათ არ ვასაჯაროებთ.)
კერძოდ, გოგონას არ ეცვა ტანსაცმელი. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, მის ბინაში აღმოჩენილია გაუკვეველი სახეობის მედიკამენტები;
ჩვენებაში, რომელიც ასევე "მთავარმა" მოიპოვა, გარდაცვლილის მეგობარი თეა გიორგაძე ყვება, რომ ასელმა სიცოცხლეშივე მოუყვა, როგორ იძალადა ვინმე მურადმა მასზე - "ბესიკმა მითხრა, რომ მგონი მურადმა გააუპატიურა და ფსიქოლოგიურად ვერ არის კარგადო" - წერია ჩვენებაში.
გარდაცვლილის დედა და მისი ოჯახის ადვოკატი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების მკვლელობის მუხლით დაწყებას მოითხოვენ.
დღეს განცხადება გააკეთა დაკავებული ბრალდებულის ადვოკატმაც, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.
ამავე თემაზე:
როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ყაზახი გოგო - რეპორტაჟი ვრცლად