დაღუპულია მინიმუმ 40 ადამიანი - ისრაელისა და ღაზას დაპირისპირება გრძელდება

გამოქვეყნდა:

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირებას, სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, მედია წერს, რომ ისრაელში დაღუპულია 5 ადამიანი, ღაზას სექტორში კი - 35.

ღაზას სექტორში დაღუპულებს შორის 3 ქალი და 12 ბავშვია, ისრაელში გარდაცვლილებს შორის კი 3 ქალი და ერთი ბავშვი.

დღეს, ოთხშაბათს გათენებისთანავე ისრაელმა კიდევ რამდენიმე ათეული თავდასხმა განახორციელა, რომელთა სამიზნეც პოლიციისა და უსაფრთხოების დანადგარები იყო. ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მართველობის ქვეშ მყოფმა შსს-მ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა პოლიციის ცენტრალური შტაბი ღაზაში, კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე შენობა მდებარეობს.

პარალელურად შეტევებს ახორციელებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასიც" - მათ ისრაელის არმიის პოზიციების მიმართულებით ნაღმტყოცნები ისროლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ისრაელის სამხედო, შესაბამისად ისრაელის მხრიდან დაღუპულთა რიცხვი იზრდება.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში:

ახლო აღმოსავლეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მეორე დღეა არ წყდება. ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა ისრაელის თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.  ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი