"ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო.
უცხოური მედიის ცნობით, ამ მიმართულებით 140-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. თავის მხრივ, ისრაელი ამ რაკეტების განეიტრალებას საჰაერო თავდაცვის სისტემებით ცდილობს, რომლის ეფექტურობაც 90 პროცენტია.
ქვეყნის უდიდეს ნაწილში ჩართულია სპეციალური სირენები და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ცნობისთვის, 12 მაისის საღამოს პალესტინურმა დაჯგუფებამ, “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, იერიშს თელ-ავივზე მიიტანდა.
იხილეთ ასევე: