მოქალაქეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ - პეტიცია 16 000 ხელმომწერით

გამოქვეყნდა:

კომენდანტის  საათი  უკვე 6 თვის გახდა. ოცნების წევრები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა, თუმცა მოსახლეობა ასე არ ფიქრობს. თვლიან, რომ ის აქციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა და კოვიდთან ბრძოლაში არანაირი როლი არ აქვს.

პოლიტიკური კომენდანტის საათის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია შექმნეს, რომელსაც მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობამ უკვე ხელი მოაწერა. 

პოლიტიკური კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, ხვალ საკანონმდებლო ორგანოსთან არასაპარლამენტო პარტიების საპროტესტო აქცია გაიმართება.

როდის მოიხსნება კომენდანტის საათი, ჯერ კიდევ არავინ იცის - შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღემდე არაერთი აქცია აქვთ ჩატარებული, თუმცა უშედეგოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი