179 ლარი და 69 თეთრი - თანხა, რომლითაც ერთმა ადამიანმა 1 თვე უნდა იარსებოს

გამოქვეყნდა:

საქსტატის მონაცემებით, 179 ლარი და 69 თეთრი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმია.

გასულ წელთან შედარებით გაზრდილია ფასები ზეთსა და ცხიმზე, შაქარზე, პურსა და სხვა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე. სწორედ ამის გამო, ხელფასს ან პენსიას, რასაც ადამიანები იღებენ, ძირითადად საკვებსა და მედიკამენტებში ხარჯავენ და ხშირად ამაშიც არ ჰყოფნით. 

ხელისუფლებაში არ იციან ეყოფა თუ არა ადამიანს 179 ლარი.

საარსებო მინიმუმის 30% -იანი წილი არასასურსათო ხარჯებს უჭირავს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვას, რაზეც ფასი 13,8%-ით გაიზარდა. ეს საშუალოდ, კონკრეტული მედიკამენტების ღირებულება კი ზოგჯერ გაორმაგებულია. 

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქალაქეებზე მორგებული არ არის და ისედაც ძვირ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

წლიური 7,2%-იანი ინფლაციის შედეგად მომატებული ფასების გამო, საარსებო მინიმუმით დადგენილი თანხა რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, მაგრამ მისი დაანგარიშების წესში არაფერი იცვლება.

ხელისუფლება პასუხისმგებლობას ისევ იმ არგუმენტით იცილებს, რომ ინფლაცია გლობალური ეკონომიკური რყევების ბრალია, ქვეყნის მოსახლეობა კი ყოველ დღე უფრო მეტად ღარიბდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი