სიღნაღში მოსახლეობა საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობა  საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს.

სოფელ მაშნაარისა და საქობოს  მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდეს, არ მოხდეს იმ ტერიტორიების გასხვისება, რომელსაც წლების  განმავლობაში  საქონლის  გამოსაკვებად იყენებდნენ. საუბარია 280 ჰექტარზე, საიდანაც სახელმწიფომ  230-ს სახნავ-სათესის სტატუსი მიანიჭა. აქციის მონაწილეები ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ საძოვრების გაყიდვის შემთხვევაში მათი უმრავლესობა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

მოსახლეობა მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი