"შეწყდეს პოლიტიკური დევნა" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში, სადაც უკანონოდ დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ერას მოედანზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები, რომლებიც პოლიციამ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მმართველი გუნდის რეპრესიების მსხვერპლები არიან.
დაკავებულთა გასათავისუფლებლად, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას დრო 8 ივნისამდე მისცეს და თუ მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილდება, ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად აქციაზე მივიდნენ მოძრაობა "საქართველოსთვის" და "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ფირუზ წულუკიძე ბათუმში 15 აპრილს დააკავეს.