რამდენიმე წუთის წინ, ბათუში, მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და ირაკლი ჭელიძე დააკავეს. დაკავებულია ფირუზ წულუკიძის ძმა - რეზოც.
მოჭიდავეები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ისინ ნამახვანში იმყოფებოდნენ და რიონის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოუწყო - ადგილზე "უძლიერესი მამაკაცების ფედერაციის" წევრები დახვდნენ, მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, წულკიძისა და ჭაღალიძის წინააღმდეგ მათ პოლიციაში საჩივარი შეიტანეს.
პოლიციამ მოჭიდავეები საცხოვრებელ სახლთან დააკავა. ისინი, ამ წუთებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში არიან გადაყვანილი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.