ვინ არის ჯონდო ნანეტაშვილი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრომ სოფელ მოხისში 28 ჰა მიწა გადასცა

გამოქვეყნდა:

სოფელ მოხისში, მიწები, სადაც ადგილობრივებს ამ დრომდე ხორბალი აქვათ დათესილი, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით კოპანიას გადასცა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ჯონდო ნანეტაშვილია.

ნანეტაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ბადრი ნანეტაშვილის ძმაა. ნანეტაშვილების კომპანიაში წილები აქვთ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებსაც. ჯონდო ნანეტაშვილი ასევე ფლობს ტელეკომპანია "თრიალეთის" 50%-იან წილსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიწები კორუფციული სქემით გასხვისდა.

თავად კომპანია "აგროინდუსტრიის" დამფუძნებელი ვაჟა გორდიაშვილი ამბობს, ვერ იგებს თუ რას ნიშნავს მიწების მოსახლეობისთვის ჩამორთმევა - "მოსახლეობას ჩამოართვეს რას ნიშნავს? მოსახლეობის იყო? აუქციონზე გაიყიდა, მოსახლეობა რა შუაშია?"

მისივე თიქმით, აპირებს, რომ ტერიტორიაზე კენკრის ან ხილის ბაღები გააშენოს. თავად, ჯონდო ნანეტაშვილი კი კომენტარს არ აკეთებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბიზნესმენებს მიწის ნაკვეთებს არ დაუთმობენ, მათ დღეს გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი