მეორე დღეა, გურჯაანში მამა-შვილს ეძებენ

გამოქვეყნდა:

უკვე მეორე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა-შვილს ეძებენ. როგორც ადგილობრივებმა "მთავარ არხს" უთხრეს, ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა. 

მამაკაცი "ნივის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.

გაუჩინარებულ კაცთან სატელეფონო კავშირი ამ დრომდე ვერ ხერხდება.  

სოფელი დაკარგულ მამა-შვილს საკუთარი ძალებით ეძებს. მასშტაბური სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი