თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა კვიპროსის თასი მოიგო

გამოქვეყნდა:

"ანორთოსისის" 13-წლიანი უტიტულო პერიოდი დასრულდა. თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა კვიპროსის თასი მოიგო, გამარჯვების მომტანი ბურთი კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ფინალი დაძაბული იყო, ფამაგუსტელებმა ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი", დამატებულ დროში 2-1 დაამარცხეს.  

ქვილითაიამ ბურთი 110-ე წუთზე გაიტანა და "ანორთოსოსი" კვიპროსის თასს დაეუფლა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა "ანორთოსისის" შემადგენლობაში 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა. ფინალში გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილი პირველ ტაიმში შეცვალეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი