წყალში გადაყრილი მილიონობით ლარი. ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 6 წლის წინ 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, აქედან 10 მილიონზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა სანაპირო ზოლი დღემდე გამოუყენებელია.
სამუშაოების შესასრულებლად ფოთის მერიამ ორი კომპანია დაიქირავა, მილიონობით ლარიც ჩაურიცხა, მაგრამ მოგვიანებით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი "ოცნების" შემომწირველის კომპანიამ მოიგო და მეორე კი შპს "ზმ" ჯგუფმა, რომელსაც სამუშაო 4 თვით ადრე უნდა დაესრულებინა.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის ინფორმაციით, მერი, რომლიც სავარაუდო კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა დაკავებული იყო, თუმცა წინასაარჩევნოდ გაათავისუფლეს და მან მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა.
"აღნიშნული პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა და ის მერი, რომელმაც ეს პროექტი დაგეგმა სავარაუდოდ ამ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, იმიტომ რომ ფული დაიხარჯა და პროექტი განხორციელებული არ არის, იყო დაკავებული.
თუმცა ის გამოუშვეს წინასაარჩევნოდ და მან იმუშავა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ახლა ის კვლავ ჩართულია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მეშვეობით სხვადასხვა ტენდერებში, სხვადასხვა უწყებების დაკვეთებში", - თქვა ვასო ურუშაძემ.
იხილეთ ასევე: