დათმობას და კომპრომისს ვითხოვთ - Glovo-ს კურიერები აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"გლოვოს" კურიერები საპროტესტო აქცია მართავენ. ხელმძღვანელობამ პროტესტის მონაწილეებს ხელშეკრულებები გაუუქმა, თუმცა ისინი დღეს მაინც შეიკრიბნენ და ანაზღაურების ძველი პრინციპისა და ბონუსის სისტემის ძალაში დატოვებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი კომპანიისგან მოლაპარაკებებსა და კომპორომისულ წინადადებებს იოთხოვენ.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დარჩეს ის ფინანსური სისტემა, რომელიც ამ მდგომარეობით არის. ჩვენ შეგვიცვალეს ორ ეტაპიანი ფინანსური სისტემა, რომელიც ჩვენ შემოსავლებს შეამცირებს. ვითხოვთ, რომ მაგიდასთან დაგვიჯდნენ კომპრომისული წინადადებით.

ჩვენი თვითმიზანი არ არის არც კომპანიის და არც მომხმარებლის დაზარალება. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ არ შემცირდეს კურიერის შემოსავალი.

ჩვენი მხრიდან ჩვენ კომპრომისისთვისაც მზად ვართ და ამ ფინანსური სისტემის მცირედი სახეცვლილებისთვისაც, თუმცა კომპანიისგან არანაირი დათმობა არ არის. ჩვენ ვითხოვთ დათმობას, კომპრომისს და ისეთი ფინანსურ სისტემაზე შეჯერება, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს",-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"მთავარი არხი" "გლოვოს" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ.

"გლოვოს" კურიერები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი